გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: 100-ზე მეტი სოფელი ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთის განვითარების მიმართულებით რამდენიმე ინიციატივა მზადდება.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, მთიანი რეგიონების ინტერნეტიზაცია და ელექტროენერგიით მომარაგება მოხდება. ასევე იგეგმება მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების კუთხით ტრენინგის ჩატარება.

„მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მთის განვითარება და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ერთი კვირის წინ მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები.
პირველი ინიციატივა შეეხება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრიგრესი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ინტერნეტიზაცია დამატებით შეუწყობს ხელს, რომ ჩვენ მოვახდინოთ ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო კარგად ათვისება ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ თვისობრივად გარდატეხას შეიატანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში.
მეორე ინიციატივა, ეს გახლავთ მაღალმთიან რეგიონებში პარამედიკოსების პროგრამის განხორციელება. შესაბამისი პროფილის სამინისტროს განახორციელებს ტრენინგს მთაში მცხოვრებთა პირველადი დახმარების კუთხით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს პირველადი დახმარება გაუწიონ თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ეს პრობლემა იდგა ძალიან მწვავედ. პარამედიკოსების პროგრამის ამოქმედებით პირველადი დახმარების გაწევა აღარ იქნება პრობლემა, რაც ტურსიტებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
მესამე ინიციატივა უკავშირდება ელექტროენერგიით მომარაგება 100-ზე მეტი სოფლის, რომელსაც არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია დღემდე. მოხდება მზის პანელებითა და შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტის სოფლის უზრუნველყოფა“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031