გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰიდროლოგი დავით კერესელიძე შოვის სტიქიაზე: 10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, წარმოუდგენელია ჩვენს პირობებში

7-08-2023

10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ ჰიდროლოგმა, დავით კერესელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.


„მანძილი იმ წერტილიდან, საიდანაც დაიწყო პროცესი, 7 კმ-ია. სიჩქარე წამში, დაახლოებით 5-10მ-ია, ანუ საათში, დაახლოებით 18 კმ. იქ მივიდოდა დაახლოებით, 10-12 წუთში. აღნიშნულ დროში ვერაფერს გააკეთებ, მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია.


ვფიქრობ, ეს ძალიან უცბად მოხდა და ჩამოყალიბდა, თუმცა შესაძლოა, ვცდები“, - განაცხადა შოვში განვითარებულ სტიქიაზე საუბრისას კერესელიძემ.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930