გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

8-08-2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.


“15 წელი გავიდა იმ უთანასწორო ომის დაწყებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან, სამწუხაროდ ამ ომის პერიოდში 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დათმეს, მიუხედავად ამისა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ, მაინც ოკუპირებულია. 2008 წელს დამატებით მოხდა ჩვენი სოფლების ოკუპაცია. ყველა ქართველის მიზანი და ამოცანაა ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და ამ ბიჭების, ჩვენი სამხედროების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაევლოს. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ გმირ სამხედროებს და ეს ასეც იქნება. მათი ღვაწლი სამშობლოსადმი განუზომელია და ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ვალდებულია რომ პატივი მიაგოს მათ, ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მათ გმირობებზე” , – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.


მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა.


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან 6 ჯარისკაცი დაიღუპა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930