8-08-2023
დღეს აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ომში დაღუპული გმირების: ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის, ვასილ სმირნოვისა და გიორგი ლომაძის საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.
,,2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. უდიდესი ტკივილია აგვისტოს დღეები ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ ჩვენი გარდაცვლილი ბიჭების ხსოვნას. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. "- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა 500- 500 ლარი დაურიცხა.
16-11-2024
16-11-2024