გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა, ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, უნდა ემუშავა სითბურ დრონს, რაც მოხდა ღამის განმავლობაში - მამუკა მდინარაძე

8-08-2023

„დამატებით 100 ვერტმფრენი რომ ყოფილიყო იქ, იგივე უნდა გაკეთებულიყო რაც გაკეთდა, დამატებით ვერაფერი გაკეთდებოდა. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო, თეორიული რისკების გამოსარიცხად, ეს იყო ის რომ უნდა ემუშავა სითბურ დრონს, რაიმე სიცოცხლის ნიშან-წყალი დაეფიქსირებინა და დაკვირვება მომხდარიყო სითბური დრონით, რაც მოხდა ღამის განმავლობაში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პროფესიონალებმა გადაწყვიტეს, რომ მოცემულ ვითარებაში სითბური დრონები და ცოცხალი ძალა უნდა გამოეყენებინათ, ისინი მოქმედებდნენ მსოფლიოში აპრობირებული „გაიდლაინებით“ და ყველაფერს აკეთებდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.


მისი თქმით, ვერტმფრენების თემით სპეკულაცია და ტყუილის გავრცელება, ამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, მაინც ხდება.


„როდესაც ვსაუბრობთ ვერტმფრენებზე, დახმარებაზე, დამატებით რომ ყოფილიყო ვერტმფრენი, ნებისმიერი აღჭურვილობით - იქ იყო სხვა მოცემულობა, რა მოცემულობის გადაზღვევა უნდა მომხდარიყო სხვა ტექნიკური საშუალებით, რაც მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში შემოწმება ხდებოდა სითბური დრონებით, მთელი ღამის განმავლობაში განაპირა ადგილებზე, სადაც თეორიული შანსი იყო რაღაცის, იყო ცოცხალი ძალა. სიცოცხლეს რისკავდნენ მაშველები, ფიცრებს ადებდნენ ერთმანეთს და იმით გადადიოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ თეორიული შანსიც კი გამოერიცხათ ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა რომ შესაძლებელი ყოფილიყო და გადაერჩინათ სითბური დრონებით, და თქვენ მაინცდამაინც, „აწვებით“ ვერტმფრენებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ. არსებული [ვერტმფრენი] ვერ მუშაობდა და დამატებით ვისაც არ უნდა გაეწია დახმარება, ვერ იმუშავებდა. ეს იყო პროფესიონალების მიერ ასე გადაწყვეტილი და ბუნებრივია, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ შემთხვევაში არ ერევა, ემორჩილება იმ პერსონალს, რომელმაც იცის ეს საქმე.

თქვენ და მე არ უნდა დაგვემორჩილონ ამ დროს. ამბობდნენ, რაც არ უნდა ხედვის კამერები იყოს, ახლა უნდა ვამუშაოთ ცოცხალი ძალა და სითბური დრონები. ასე ხდება მთელ მსოფლიოში, ასე ხდება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ეს არის ე.წ. გაიდლაინები, რომლითაც მუშაობენ. თქვენ ეს იცით და ყველა თეორიული რისკის გადაზღვევის მიუხედავად, მაინც ლაპარაკობთ ვერტმფრენებზე, რაც ცალსახად თავის თავში სპეკულაციას და ტყუილს შეიცავს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930