გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

10-08-2023

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამას 1 176 გამარჯვებული ჰყავს.


აღსანიშნავია, რომ წლევანდელი პროგრამის გამარჯვებულთა შორის, ქალ მეწარმეთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების. ამასთან, გამარჯვებულთა 26.45% ახალგაზრდა მეწარმეა. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტების შედეგად, 3 000 ადამიანი დასაქმდება.


პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.


პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობა წელს 30 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხამ მოთხოვნილი გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.


პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს - კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები - არაუმეტეს 10%.


პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობა ფინანსდება.


2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ს სცდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930