გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

14-08-2023

ქალაქ ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, ახალციხის ცენტრალურ პარკში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს. გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა.
„სამწუხაროდ აგვისტოს თვეში ჩვენ კიდევ ერთი ტრაგიკული თარიღის გახსენება გვიწევს. 31 წელი გავიდა აფხაზეთის უმძიმესი ომის დაწყებიდან. ამ ომმა, 300 ათასი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად, ხოლო ათასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც სამშობლოს დაცვას სიცოცხლე შესწირეს გმირებად აქცია. ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, გვახსოვდეს ეს დღეები და გავძლიერდეთ, იმისთვის რომ ქვეყანა გაერთიანდეს და აღარ იყოს აფხაზეთი ოკუპირებული“ - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე 11 პირს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ფულადი დახმარება ჩაერიცხა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საომარი მოქმედებები 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930