გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფში მოცვის ნერგებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

15-08-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ბულგარეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 49 280 ცალი ლურჯი მოცვის ნერგით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.


საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, გამოვლენილი იქნა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებთან შეუსაბამობა (გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31