გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რომ „სვეტის“ ყველა პროექტი დასრულდეს

30-08-2018

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობამ სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა მიიღო, კომპანია მშენებლობას მაინც ვერ იწყებს.


როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან მუდმივი კავშირი აქვს.


„ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან თვალსაზრისით, ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობას ვერ ახერხებენ. პარალელურად გამოძიება დაწყებულია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ამ ადამიანებთან კავშირი ყოველთვის გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მთავრობის მხრიდან, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ „სვეტის“ მიერ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდეს.


„როდესაც შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებენ და ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება, იცოდეთ ყველამ, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა იქნება, რომ “სვეტის“ მიერ არსებული ყველა პროექტი დავასრულოთ და არცერთი დაზარალებული ადამიანი არ დარჩეს. ხალხი ემიგრაციაშია წასული, იქ შრომობს, წვალობს. იქიდან გადმორიცხული თანხებით ბინები შეისყიდეს და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930