გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ჰაერზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას

21-08-2023

ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება -წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ოპოზიციიდან არავინ ჩასულა შოვში, არცერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ჰაერზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას.


"ოპოზიცია ითხოვს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს არაფერია, თუ არა ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება! არც ერთი მათგანი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე, არც ერთი წამით. არც ერთ მათგანს ადგილზე არ უნახავს სიტუაცია და ასე ჰაერზე ითხოვენ კომისიის შექმნას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბინძურ ბუნებას. წარმოიდგინეთ, რაღაც ტრაგიკულ მოვლენებზე ითხოვდე კომისიას და ნანახი არ გქონდეს, რა და როგორ მოხდა..." - წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31