21-08-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო.
მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელს საზოგადოებას.
„განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას", - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024