გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მიღება იზღუდება

30-08-2018

"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის და ბევრი უცხოელი არაკეთილსინდისიერად სარგებლობს არსებული რეგულაციებით"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ განაცხადა..

მისივე განმარტებით, დღევანდელი კანონმდებლობით 35000 აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში უცხოელს შეუძლია მიიღოს საქართველოში ცხოვრების უფლება 1 წლით. 

"ეს ზღვარი ჩვენი კანონპროექტით გაზრდილია 100 000 დოლარამდე. ასევე თუ დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდებოდა ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ახალი კანონით თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას. ანუ ფიქტიური გადაყიდვები, მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღების მიზნით შეუძლებელი გახდება!"-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31