გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის ხელბარგში 9 კგ-ზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება „Ketamine“ აღმოაჩინეს

23-08-2023

თბილისის აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება „Ketamine“ აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 


„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბაჟო პროცედურების/ფორმალობების აღსრულება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.


აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, „თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის (ლ.ფ) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის, დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,3 კილოგრამი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება „Ketamine” აღმოაჩინეს.


სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის, წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930