გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ვიდეოთამაშს Civilization თამარ მეფის პერსონაჟი დაემატა

10-01-2018

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო თამაშის, Civilization-ის მეექვსე ნაწილში ცხრა ახალი ლიდერიდან ერთ-ერთი თამარ მეფე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს საქართველოს გამორჩეული მეფის როლის მორგება შეეძლება. ამის შესახებ On.ge წერს.

თამაშის შემქმნელებმა თამარ მეფის დროინდელი საქართველოს დამატებისას ფაქტობრივად ყველა დეტალი გაითვალისწინეს.თამაშის ინტროში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა, თამარ მეფე კი ქართულად ლაპარაკობს.

„თამარ მეფე ცნობილია მისი დიპლომატიური სიძლიერით, ხელოვნების მხარდაჭერით, რელიგიურობითა და საქართველოს სამეფოს გაფართოებით“, - ასეა დახასიათებული თამარ მეფე თამაშის ინტროში.

Civilization 1991 წელს შექმნილი თამაშია, რომელიც სტრატეგიების ჟანრს მიეკუთვნება. თამაშის მთავარი მიზანია მოთამაშემ შექმნას იმპერია, რომელიც დროს გაუძლებს. იმპერიების შექმნა ქრისტეშობამდე 4000 წლით ადრე იწყება და ჯერ კიდევ არ არსებულ რეალობამდე გრძელდება. Civilization VI: Rise and Fall-ის ახალი ექსპანსია 2018 წლის 8 თებერვალს გამოვა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031