ლანჩხუთს პოლონელი და ქართველი ბლოგერები ეწვივნენ
26-08-2023
ტურის მიზანია ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება.
სტუმრებმა ჩოჩხათის კანიონი, ორაგვის დედათა მონასტერი და საოჯახო მეურნეობები დაათვალიერეს.
-,,სტუმრები სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს გაეცნენ. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა დაათვალიეროს ლანჩხუთის ღირშესანიშნავი ადგილები" - აღნიშნა ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG" (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - CPC", ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი", „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი" (პოლონეთი).