გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ვინც იყო დაბალრისკიან პორტფელში, ცვლილებების შესაბამისად, ავტომატურად იქნებიან დაბალრისკიან პორტფელში, თუ ბენეფიციარი არ დაწერს განცხადებას მაღალ, ან საშუალორისკიან პორტფელში გადასვლაზე

26-08-2023

„როგორც კომიტეტზე, ისე პლენარულ სხდომაზე, განიხილება ეს ცვლილება, რომელიც ძალაში შევა სექტემბერში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, საპენსიო ფონდში სექტემბრიდან შევა ცვლილებები, რომელიც განიხილება კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე.

 

„ყველა, ვინც იყო დაბალრისკიან პორტფელში, ამ კანონში სექტემბერში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ავტომატურად 2028 წლის იანვარში ყველანი იქნებიან დაბალრისკიან პორტფელში. თუ ბენეფიციარი დაწერს განცხადებას მაღალრისკიან, ან საშუალორისკიან პორტფელში გადასვლასთან დაკავშირებით, ეს უკვე ცალკე პროცედურა იქნება.

 

როგორც კომიტეტზე, ისე პლენარულ სხდომაზე, განიხილება ეს ცვლილება, რომელიც ძალაში შევა სექტემბერში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930