გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: პატრულის თანამშრომელს საქართველოში რომ მოეკლა უკრაინის მოქალაქე, უკრაინა ჩვენთვის სანქციების დაწესების საკითხს საერთაშორისო დონეზე წამოსწევდა

31-08-2023

„სასწრაფოდ შევთავაზოთ ოჯახს საქართველოში დევნილების სტატუსი! საქართველოში ჩამოსვლის თანხმობის შემთხვევაში - დახმარება გაუწიონ ოჯახს აქ უსაფრთხო გამომგზავრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ უბრალოდ გააქრობენ, მათ იქ გაანადგურებენ!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, უკრაინაში მოკლული მამაკაცის ოჯახმა საქართველოდან აუცილებლად უნდა მიიღოს დახმარება, რადგან უკრაინაში საფრთხე ემუქრებათ ჯუმბერ სილაგავას ცოლსაც და მცირეწლოვან შვილებსაც.

 

„ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ წარმოუდგენელი: თბილისში (ბათუმში) დღისით, მზისით პატრულის თანამშრომელმა უკრაინელი მამაკაცის ცოლი რომ ფეხქვეშ გაიგდოს, მერე ეს უკრაინელი ზურგში გასროლით მოკლას და ეს ყველაფერი მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ხდებოდეს. იცით, რა მოჰყვებოდა ამას?! - უკრაინა ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე თავისი ანტიქართული პოლიტიკის გრადუსს უსაშველობამდე ასწევდა, საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტდა და ჩვენთვის სანქციების დაწესების საკითხს საერთაშორისო დონეზე წამოსწევდა. „მესმის“, რომ ომია, „მესმის“, რომ „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში ვართ. სიმეტრიული ზომების ამოქმედებას არც ველოდები...

 

მაგრამ დღეს ამ მოკლული ბიჭის (ჯუმბერ სილაგავას) ცოლ-შვილი სერიოზულ „შარშია“ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზღულაძე-დეკანოიძის რეფორმირებული და ადეიშვილის საკურატორო პოლიციური სისტემა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ჩარჩოებში ცდილობს, ამ ქალს, ამ ქვრივს, აქეთ წაუყენოს ბრალდება, ხოლო ამ დანაშაულის კადრების გავრცელების გამო არაა გამორიცხული, შური იძიონ მოკლულის მცირეწლოვან შვილებზეც, რომლებმაც ყველაფერი კამერაზე გადაიღეს.

 

სასწრაფოდ შევთავაზოთ ოჯახს საქართველოში დევნილების სტატუსი! მივმართოთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას, აიყვანოს თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ამ ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლად ჩარჩენილების ბედი. ხოლო საქართველოში ჩამოსვლის თანხმობის შემთხვევაში - დახმარება გაუწიონ ოჯახს აქ უსაფრთხო გამომგზავრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ უბრალოდ გააქრობენ, მათ იქ გაანადგურებენ!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930