გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, ამით მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას

1-09-2023

უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს! - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

 

შაქარიშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას.

 

„მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა!

ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას!


სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ხაბეიშვილებს შორის ზღვარი წაიშალა, ის პრეზიდენტის სავარძლიდან ავანგარდში ჩაუდგა ქვეყნის არევის და ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილების პროცესს. ამ ყველაფრის შემდეგ, მას უნდობლობა გამოუცხადა იმ ხალხმა, ვინც ის პრეზიდენტად აქცია!

ახლა უკვე ის პარტია იწყებს იმპიჩმენტის პროცედურებს, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ყველაზე მეტად დაზიანებული იმ პროცესებიდან სწორედ „ქართული ოცნება“ დარჩა და დიდი დრო დაჭირდა ამ პრობლემებთან გამკლავებას.


უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს!“ , -წერს ვატო შაქარიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031