4-09-2023
ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაშინ, როდესაც გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ ევროპაში, ამერიკაში, მთელს განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები.
„ძალიან მაღალი აქტივობა არის, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მლრდ ლარი და ორ კვარტალში ჯამურად 92 მლრდ ლარს გადაცდა მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ჩანს, ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არის ქვეყანაში და ეს ჩვენ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ ზრდა", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024