გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე და რა თქმა უნდა, ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება, შეუძლებელია

4-09-2023

 პროცედურა, რომელიც დავიწყეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის სირცხვილი - პრეზიდენტს არა თუ მივუთითოთ დარღვევაზე, არამედ დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა იმისათვის, რომ ვაიძულოთ ქვეყნის საკონსტიტუციო თანამდებობის პირი, დაიცვას კონსტიტუცია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ სტუმრობისას განაცხადა.


პირველ რიგში კი, ხაზი გაუსვა იმას, რომ იმპიჩმენტის საკითხის წამოჭრა ქვეყნის სირცხვილია.


„ფაქტია, რომ სახეზე გვაქვს კონსტიტუციის აშკარა დარღვევა. კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ პრეზიდენტი ახორციელებს თავის საგარეო უფლებამოსილებას, საქართველოს პოზიციას გამოხატავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით და ეს პოზიცია არის ცალსახად დარღვეული და თან არაერთგზის, ღიად და აშკარად, ხაზგასმით და ჯიუტად.


ანუ თემა არის ის, რომ ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია, ვართ ურთულეს პროცესში: ერთის მხრივ, გვიწევს შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა, გადასაჭრელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამოცანები, მოსაგვარებელია სოციალური საკითხები, ასევე გვაქვს მძიმე შემოტევები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი რუსეთთან მიმართებაში. ამ ფონზე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და მათთან, ვისაც ნამდვილად შესტკივა ჩვენზე გული, გვიხდება აქსიომური ჭეშმარიტების მტკიცება, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენთვის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება, არის მნიშვნელოვანი.


ამ ვითარებაში, სახეზეა შემოტევა სახელმწიფოებრიობაზე. ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინაშე და რა თქმა უნდა, ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება ძალიან რომ გინდოდეს, შეუძლებელია და მე არანაირად არ მეხალისება ხელი მოვაწერო იმ განცხადებას, რომ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩემს კოლეგას არ სიამოვნებს ეს, მაგრამ საჭიროა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი არღვევს კანონს და იმიტომ, რომ ის კარგი ოჯახიშვილია, კარგი ადამიანია და ა.შ. არ დაისაჯოს.


აი დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს და ეს სამწუხარო ფაქტია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია.

როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები, დაახლოებით ცნობილია“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა მხარს იმპიჩმენტს ოპოზია, საკითხს ეკა სეფაშვილი სკეპტიკურად აფასებს. „ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტის პროცედურას იმიტომ კი არა, რომ ძალიან მოსწონს სალომე ზურაბიშვილის საქციელი, არამედ იმიტომ, რომ აქვს იდეაფიქსი, აუცილებლად გააკეთოს მმართველი გუნდის საწინააღმდეგო რამ. არ აქვს მნიშვნელობა არგუმენტს და კონტექსტს, თუნდაც იმას, რომ კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი იქნებიან და იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე ვერ მივა, მაგრამ რეაგირება აუცილებლად საჭიროა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930