გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ სუფსაში ,,თევზის ფესტივალი" გაიმართა

7-09-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ,,თევზის ფესტივალი" გაიმართა. ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი,  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ზაზა შოშიტაიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე  და ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლები  დაესწრნენ. 

 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ,  დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა, გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადებისა და ასევე, სპინინგით თევზჭერის  მასტერკლასს.  

 

ღონისძიება  ბენდ „mix2ra"-ს კონცერტით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031