გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თითეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში

31-08-2018

მმართველი გუნდის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, თითეული მოქალაქის უფლებების დაცვის პროცესში პროკურატურას დიდი როლი აქვს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ნება, ქართული მართლმსაჯულება უტოლდებოდეს ევროპულ სტანდარტს.
„ძლიერი დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე პროკურატურას დიდი როლი აქვს თითეული მოქალაქის უფლებების დაცვის პროცესში. მართლმსაჯულების სისტემაში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია პროკურატურა, ბევრი ცვლილება განხორციელდა, რომელმაც თვისობრივად მაღალ ეტაპზე აიყვანა ადამიანის უფლებათა დაცვა. თუმცა, იმავდროულად არსებობს რიგი გამოწვევებისა, მათ შორის ის, რომ საზოგადოების ნაწილის მიმართ სამართლიანობა ჯეროვნად ვერ აღდგა.

მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო ნება, ქართული მართლმსაჯულება უტოლდებოდეს ევროპულ სტანდარტს. თუმცა, ამ ნებას სჭირდება სამართლებრივი მექანიზმი, იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიქმნას სტაბილური, ხარისხობრივად ძლიერი ინსტრუმენტი, როდესაც თითეული ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება დამოკიდებული კონკრეტული ხელისუფალის თუ თანამდებობის პირის კეთილ ნებაზე. ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ გზაზე. ამ ერთიან კონტექსტში, იმისთვის, რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, დაცული იქნას თითეული ჩვენი მოქალაქე, დაიძლიოს არსებული გამოწვევები და საქართველო კიდევ უფრო თამამად დადგეს ევროპული ოჯახის წევრების გვერდით, მთავარი პროკურორის ინიციატივა რეფორმასთან დაკავშირებით არის აუცილებელი.

პროკურატურის ახალი რეფორმა მნიშნელოვნად გააუმჯობესებს თითეული ადამიანის დაცვის სტანდარტს საქართველოში და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე. ბუნებრივია, ამ რეფორმას პარლამენტის მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა“- განაცხადა კილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930