გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის დახურვა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა

8-09-2023

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა დაGITA-სინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული პროექტების/გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს(GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება.წელსინოვაციებისსაზაფხულო სკოლაში 60 წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, მოახდინეს გუნდების ფორმირებაკონკრეტული სტარტაპების გარშემო, შეიმუშავეს ინოვაციური პროექტების მოდელი.


გამარჯვებული გუნდიKIU-სა და GITA-სგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და ინოვაციების სასწავლო სამიტზე გაემგზავრება.


ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ორი წლის განმავლობაში KIU-ს150-მდე სტუდენტმა მიიღო მასში მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031