გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

10-09-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და   სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.


პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს: შპს აი ჯი აგრო, შპს ხილარი, შპს ქართული ღვინის მარანი, შპს ძმები ხუციშვილები, შპს აუგუსტის ხილის ქარხანა, შპს ჯიმა ნუთს, შპს ქართული ლიმონათი და ი/მ გოჩა ოთარაშვილი. აღნიშნული მწარმოებლების  მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და ალკოჰოლური სასმელები.


კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

ქართულ სტენდს ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიძის სმიტისტუმრობდნენ.


გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა. RIGA FOOD 2023 7 სექტემბერს  გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930