გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
თურქეთში სამუშაოდ წასულმა და მოტყუებულმა 28 ქართველმა ჟანდარმერიას საჩივრით მიმართა

1-09-2018

თურქეთში სეზონურად მომუშავე საქართველოს 28 მოქალაქემ, რომლებიც ორდუს ილის უნიოს რაიონში თხილის საკრეფად არიან ჩამოსულები, ადგილობრივ ჟანდარმერიაში საჩივარი შეიტანეს და განაცხადეს, რომ დამქირავებლებმა ისინი მოატყუეს და ხელფასს არ უხდიან, - იუწყება გაზეთი «Milliyet»-ი (მილიეთი).


პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს მოქალაქეების მამუკა ოკრიბაშვილისა და სალომე დვალიშვილის განცხადებები, რომელთა მიხედვით, 28 ქართველი თხილს 1 აგვისტოდან კრეფდა, მაგრამ ერთ თვეში საერთო ჯამში ყველას მხოლოდ 9 ათასამდე ლირა მისცეს. ისინი ნახევრად შიმშილობდნენ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031