15-09-2023
ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ.
„ასევე მინდა ვთქვა, რომ რაც სასიხარულოა, ბოლო 10 წელიწადში, ჩვენ გუშინ გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია. მე ამასწინათ დავაანონსე, ვთქვი ამის თაობაზე, მოგაწოდეთ ინფორმაცია, გაათმაგებულია და სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. კომერციული ბანკების აქტივები, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თითქმის 14 მლრდ ლარი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი.70 მილიარდი, ეს, რა თქმა უნდა, სულ სხვა ეკონომიკაა, საერთოდ სხვა მოცემულობაა. ამიტომ არის, რომ იგივე დეპოზიტები ვახსენე, თუ იყო 2 და 3 მილიარდი 2012 წელს, ახლა არის 22 მილიარდი დოლარში, ლარში, ჯამურად 48 მილიარდი. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის, ჩვენი მმართველი პარტიის დაწყებული პოლიტიკის, რამაც ეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოიტანა. ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის ნაყოფი. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენთან, კიდევ ვიმეორებ, არავითარ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ და ვერ იქნებოდა. მე მახსოვს, კიდევ შევახსენებ ყველას, რომ დეფოლზე იყო საუბარი 3 წლის წინ, როდესაც ჩვენს მთავრობაში მოხდა ცვლილებები და ასეთი მდგომარეობა გვაქვს მეგობრებო. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024