გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილი მოგზაური მწერალი კრის შალქი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო

15-09-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმაადმინისტრაციამ  ნიდერლანდელ მოგზაურს, მწერალსა და ფოტოგრაფს კრის შალქს უმასპინძლა.


ტურის ფარგლებში კრის შალქი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა. მოგზაურმა და მწერალმა საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები, კულტურული ძეგლები და ტურისტულად საინტერესო  ადგილები დაათვალიერა. კრის შალქმა საქართველოს შესახებ მომზადებული სთორები და პოსტები სოციალური ქსელით Instagram გაავრცელა.


ცნობილი მწერალი ისეთი გამოცემებისთვის ამზადებს პუბლიკაციებს როგორიცაა: „CNTraveler”, “T+L”,”Design Antology”,”AD”,”Telegraph”, “Wallpaper”,„The Times“, და ა.შ.


პრესტურის მიზანია საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროპის ქვეყნებიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031