17-09-2023
ჩვენმა გუნდმა ინტენსიური სამუშაო გაწია იმისთვის, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო და არავისთვის არ ყოფილიყო სასპეკულაციო სივრცე 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საკანონმდებლო ცვლილების სახით თუ კონკრეტული საკითხების მოწესრიგების კუთხით. რაც შეეხება დარჩენილ საკითხებს, დეპოლარიზაციის საკითხი ღიად რჩება, თუმცა აქაც ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაქსიმალურად მონდომებული ვიყავით და ვართ, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს. ერთ-ერთი საკითხია ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც არის ის თემა, რასთანაც დაკავშირებით ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024