20-09-2023
სოფელ ზემო ხანდაკში მუსიკალური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილეები ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრების, ელექტრო გაყვანილობის სისტემის, მაღალხარისხიანი ლამინირებული იატაკის, ოთახების ჭერის თაბაშირ-მუყაოს ფილებით მოწყობასა და შენობის შიდა და გარე ფასადის შეღებვას.
შენობაში უკვე შეიცვალა კარ - ფანჯრები, ამჟამად კი კედლების ლესვითი და ჭერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს მშენებელი 2013“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 58 386 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამუსიკო სკოლაში, გარდა მუსიკისა, ბავშვები სახვით ხელოვნებასაც სწავლობენ.
წლებია სკოლას რეაბილიტაცია არ ჩასტარებია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბავშვები და პედაგოგები განახლებულ შენობაში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
16-11-2024
16-11-2024