გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: კარგად იცის, რომ კანდიდატების გაწვევა ან მათ წარდგინებაზე უარის თქმა კანონით დაუშვებელია, მაგრამ კანონიც ფეხზე ჰკიდია

21-09-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.

 

ქადაგიძის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, კანონით დაუშვებელია, თუმცა ზურაბიშვილისთვის მთავარია, ბოლომდე შეასრულოს "პატრონების" დავალება.

 

"ჯერ ხომ კონსტიტუცია ჩამოიმხო თავზე ამ ავაზაკმა ქალმა, ახლა მორიგ უკანონობაზე მიდის. კანდიდატების გაწვევა ან მათ წარდგინებაზე უარის, თქმა კანონით დაუშვებელია. განა არ იცის?! კარგად იცის, მაგრამ კანონიც ფეხზე ჰკიდია და კონსტიტუციაც. მისთვის მთავარია პატრონების დავალება შეასრულოს და ბოლომდე ჩადგეს საქართველოს წინააღმდეგ აგენტურის სამსახურში!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930