გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ნაცოპოზიციურ ფლანგზე კონსტიტუციის დამრღვევისთვის, სალომე ზურაბიშვილსთვის ეს "დიადი აღიარებაა" - ის უნისონშია სერტიფიცირებულ თაღლითთან, მამუკა ხაზარაძესთან

22-09-2023

შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა

 

“ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე "უმნიშვნელოვანესი" აქტივია "პროევროპელი" ზურაბიშვილისთვის”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

აბაშიძე პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან თანხვედრაშია.

 

აბაშიძის თქმით, შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა.

 

“ნაცოპოზიციურ ფლანგზე კონსტიტუციის დამრღვევისთვის, სალომე ზურაბიშვილსთვის ეს "დიადი აღიარებაა" - ის უნისონშია სერტიფიცირებულ თაღლითთან, მამუკა ხაზარაძესთან. ანაკლიის პორტის პროექტში ოფშორელი რუსი ოლიგარქების პრომოუტერი ხაზარაძე "უმნიშვნელოვანესი" აქტივია "პროევროპელი" ზურაბიშვილისთვის.

 

შეკითხვები ნამდვილად აღარ არსებობს - სალომე ზურაბიშვილი ნაცრადიკალების ერთ-ერთ მორიგ ტრაგიკომიკურ პერსონაჟად გაფორმდა. საბოტაჟის ფერხულში სამარცხვინოდ ჩართული ქალაბატონი პრეზიდენტი ჩაფლავებულ ნაცპროტესტებზეც რომ გამოჩნდნეს, აღარავის გაუკვირდება. არც ისიც, თუ ვადის ამოწურვამდე, "ლელოს" ან სხვა ნაცაქტივისტებს დაასაქმებს ორბელიანების სასახლეში.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930