გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თავად იბარებენ შს მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ "ხალხმრავალს" უწოდებენ ამ აქციას, ალბათ "მრავალათასიანად" გაასაღებენ

22-09-2023

"რადგან არ ვჩანვართ არც "ხალხად" არ გთვლიან. მათი "ხალხი" ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშარას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია," - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ინტერპელაციით წესით პარლამენტში მინისტრების დაბარებას და პარალელურად აქციის მოწყობას.

 

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც იქაა შეკრებილი, ოპოზიცია სავარაუდოდ, მრავალათასიან აქციად მონათლავს. 

 

„თავად იბარებენ შსს მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ "ხალხმრავალს" უწოდებენ ამ აქციას, ალბათ "მრავალათასიანად" გაასაღებენ ვერ გეტყვით. აი, ფონ კრამონი და დეგნანი „ქართველი ხალხის“ ნებაზე რომ აპელირებენ ხშირად, ამ სურათზეა მათი რაოდენობა. დანარჩენები საქმით ვართ დაკავებული და ამიტომ არა ვჩანვართ.

 

რადგან არ ვჩანვართ არც "ხალხად" არ გთვლიან. მათი "ხალხი" ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშარას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია. მეც დავიძვრები. ნათელში ამყოფოს უფალმა დაღუპულების სულები. ღმერთმა გააძლიეროს მათი ოჯახის წევრები.

 

ფოტოზე აღბეჭდილებს კი ქვესკნელი მიიღებს და დააწყნარებს თავის დროზე... თუმცა, იმ დრომდე მათაც აქვთ გადარჩენის შანსი, რასაც გულწრფელად ვუსურვებ წმინდა კეთილგონივრული ავაზაკის ზეციური მფარველობით,“ - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930