გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობის“ შეხვედრას დაესწრო

25-09-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ვილნიუსში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობის“ შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 5 ქვეყნისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ფორუმის მიზნია   საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიმართულებით,დიალოგის ახალი პლატფორმის შექმნა და ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოება. შეხვედრების ფარგლებში,გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთო სატრანზიტო სისტემების გაფართოების, ასევეციფრული  სერვისებისსასწავლო პროგრამების  დაფინანსების  ხელმისაწვდომობაზე და სხვა.

 

შეხვედრის მსვლელობისას, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ მონაწილეებს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ,  ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა და ევროკავშირის კანონმდემბლობის აღსრულების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და  ამ მიმართულებით პარტნიორული პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

შეხვედრის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა საბაჟო გამშვებიპუნქტი,,მედინინკაი“მოინახულესდა  ლიეტუვას საბაჟო ადმინისტრაციის უფროსთან დარიუს ზვირონასთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს.  მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევეინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებსდა სხვა.შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს  პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას. ამასთან ყურადღება გამახვილდა იმ  რისკის პროფილებზე,  რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება,  სანქცირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.

 

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და საბაჟო რისკემის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოთარ რიკაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031