გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი, რომ გააგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე

25-09-2023

ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად გამოიყენონ საპარლამენტო დიპლომატიის ყველა შესაძლებლობა.


„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და საპარლამენტო დონეზე მის შესავსებად სხვადასხვა აქტივობით. მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად, პარლამენტებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. მოწადინებულები ვართ, გავაძლიეროთ კავშირები ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თავმჯდომარეების, მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეებზე. გვჯერა, რომ არსებითი რეგულარული გაცვლები შესაძლებლობას მოგვცემს, მივაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს. რუმინეთის რესპუბლიკის გამოცდილება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისასალმებელი იქნება ამ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.


ქართულ-რუმინული ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ ჩემი დიდი პირადი მხარდაჭერის გარდა, აქ ვიმყოფები, რათა გავაჟღერო ჩვენი გზავნილი და თხოვნა თქვენ მიმართ, რომ გააგრძელოთ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას წარმატებით გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031