28-09-2023
ჩემი გადაწყვეტილებით 1000 ზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან, ბიუჯეტიდან ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, საუკეთესო უნივერსიტეტებში, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან, მე არც ჩემიშვილის, არც ჩემი ოჯახის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მე არასოდეს, რაიმე აუგი არ მითქვამს ამერიკის შესახებ, მე პირიქით ძალიან მიყვარს ამერიკა, მე პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში და ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს და ამერიკის განათლების სისტემა არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში, მე არ მინდოდა პირად დეტალებზე საუბარი და პირად საკითხებზე, მაგრამ რა თქმა უნდა მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მან მიიღო მოწვევა ერთ-ერთ პირველ საუკეთესო ბიზნეს სკოლიდან და იგი აგრძელებს სწავლას უორტონის ბიზნეს სკოლაში, ესეც არის დეზინფორმაცია, ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა თუ განათლება არის ცუდი და ასე შემდეგ და რომ არ უნდა გააგზავნოთ იქ შვილები და ბოდიში, კიდევ ერთი იმ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, რომლებმაც თქვეს, რომ თურმე იმ სტუდენტების დავალიანება აქვთ ძალიან ბევრი და სტუდენტს არ აქვს დავალიანება ჩამოწერილი და ვერ იხდის სწავლის საფასურს და ამ დროს თურმე პრემიერ-მინისტრის შვილი სწავლობს ამერიკაში, ეხლა თუ რამე ელემენტარული ობიექტურობა არსებობს უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩემი გადაწყვეტილებით 1000 -ზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან, ბიუჯეტიდან ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, საუკეთესო უნივერსიტეტებში, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან, მე არც ჩემიშვილის, არც ჩემი ოჯახის არც ერთი წევრისთვის, არც ერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის მთავარი განსხვავება" - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024