11-01-2018
თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულზე ორი ტყვია არ არის მოხვედრილი, თავში არის ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესო დეტალია უცხო სხეულის აღმოჩენა, რომელიც უკვე დალქულ მდგომარეობაში გამოძიებას გადაეცა. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული სხეული შესაძლოა ტყვიის ნაწილი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.
„თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულზე ორი ტყვია არ არის მოხვედრილი, თავში არის ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანება. საინტერესო დეტალია ერთი, რომელიც აღწერილია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზე თელავშიც და შემდეგ თბილისშიც. ეს იყო უცხო სხეული, რომელსაც რა თქმა უნდა სახელი ვერ დაერქმევა, ვინაიდან ტომოგრაფია ვერ აჩვენებს მას, თუ რა არის. ჩვენ ვიპოვეთ ეს სხეული, სამხარაულში რენდგენოლოგის დახმარებთ მოხდა მისი ამოღება და დალუქვა. ვფიქრობ, ეს ხომ არ არის ტყვიის ნაწილი, თუმცა ამის დადგენა პრობლემას არ წარმოადგენს და გადაეცა გამოძიებას“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.