გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ გლობალური ომის პარტიის ქართული ფილიალისთვის

28-09-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოწყობილ საგანგებო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო თავისთან დაიბარა, რათა გააცნოს გეგმები და გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს.

 

„დაგვიბრუნდა „ლუდოვიკოს ციცა“ ევროპიდან და ყველა „შარახვეტია“, „სპეკულანტი“ და „უსამშობლო“ თავისთან იხმო.

 

ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ ქართული ფილიალისთვის.

 

ჰოო, სულ დამავიწყდა - სალომე დაუწინაურებიათ და რიგითი დისტრიბუტორობიდან, „გლობალური ომის პარტიის“ „სუპერ-ვაიზერობა“ უბოძეს.

 

ამანაც დაიბარა ყველა უსამშობლო თავისთან, რათა გააცნოს გეგმები, გაუნაწილოს „ნარატივები“, გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს…

 

აბა, თქვენ იცით, ნაყინი არ დაგეწუწოთ „საიდუმლო სე(ი)რობაზე”…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930