გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციული ხასიათის განცხადებაა კონკრეტული მტკიცებულებების სახით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ

2-10-2023

სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციული ხასიათის განცხადებაა კონკრეტული მტკიცებულებების სახით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას, თავი გამოაყენებინონ ასეთ დესტრუქციულ ძალებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება სათანადო, გამჭვირვალე ახსნა- განმარტებას მოისმენს USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები.


„ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში. მე ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა- განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა რა თქმა უნდა დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930