გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგად ვერ მოხდა იმის განსაზღვრა, თუ როგორი ტრაექტორიით მოხდა მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა

11-01-2018

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგად ვერ მოხდა იმის განსაზღვრა, თუ როგორი ტრაექტორიით მოხდა გასროლა. მისი თქმით, მოხდა ანაბეჭდების აღება და შემდეგ მას შეადარებენ ხელყუმბარიდან აღებულ ანაბეჭდებთან. 

”ერთ კითხვას, რაც მე მქონდა დასმული, პასუხი ამ ეტაპზე ვერ გაეცა. ეს არის ტყვიის გასვლის ბოლო წერტილი, ანუ სადაც გავიდა ტყვია, ის ადგილი არის ამოღებული. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მასალა, რომ ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა. ეს მოგვცემდა იმის საშუალებას, თუ როგორი ტრაექტორიით მოხდა გასროლა, შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენ ექსპერტიზიდან არ გვაქვს პასუხი. რაც შეეხება ანაბეჭდებს, მოხდა ანაბეჭდების აღება და შემდეგ მოხდება ხელყუმბარაზე ავთენტურობის დადგენა”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

მისივე თქმით, ექსპერტიზას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ხელჩასაჭიდი მათთვის.

”მორალურად ძალიან რთული იყო ეს 4 საათი ოჯახისთვის. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის შედეგები გახდება ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი ჩვენთვის, რომ ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი”, - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. 

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის იქნება ექსპერტიზის პასუხები ცნობილი, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის უცნობია და ამის შესახებ ინფორმაციას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა გასცეს პასუხი. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930