გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს - თაღლითს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს, საკმაოდ რეალურია, ეს ორი სუბიექტი გაერთიანდეს

9-10-2023

მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს - თაღლითს, მათ ალიანსს არანაირად გამოვრიცხავდი იმიტომ, რომ მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ და კიდევ ერთხელ - ისინი არიან აგენტურა“- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტია  "საქართველოსთვის" და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე, „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. 

 

„არ გამოვრიცხავ თუნდაც გახარიას და ხაზარაძის ალიანსს. რასაც უფროსი დაავალებს იმას გააკეთებენ. შესაბამისად, თვალთხარია და თაღლითი ძალიან მარტივად შეიძლება გაერთიანდეს. საკმაოდ რეალურია ის, რომ ეს ორი სუბიექტი- გახარია, ხაზარაძე გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს, მთელი ამ დროის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930