გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საზეიმო ღონისძიებაზე ბინები გადასცა

9-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარისკაცებისთვის ბინების გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

 

ქადაგიძის თქმით, ქვეყანაში შენარჩუნებული სიმშვიდე, ეკონომიკური წინსვლა ხელისუფლების დამსახურებაა და ყველა ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს. 

 

„უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საზეიმო ღონისძიებაზე ბინები გადასცა. იცით რას ნიშნავს ეს? განსაკუთრებით, იმ გლუვტვინიან “ძაან ჟურნალისტებს”, “ვითომ შუაშისტებსა” და “ მინდა ობიექტური ვიყო ხალხს” მოგმართავთ, რომ

ღლიცინებთ ხოლმე - “აბა ომი გვინდა”?

 

როდესაც მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და ასობით ათასი სამხედრო, სამოქალაქო იღუპება, ბავშვებს მძევლად იყვანენ და ოჯახებს აწიოკებენ… ამ დროს საქართველოში, პრემიერ-მინისტრი ქართველ ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს, ბინებს გადასცემს.

 

განსხვავებას ხედავთ, რა მდგომარეობაა მსოფლიოში და როგორი საქართველოში?! და არავის დაგავიწყდეთ, ეს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა მოიტანა, საქართველოს სწორმა საგარეო პოლიტიკამ და დიახ, მოწონს ვინმეს თუ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ.

 

რა ძალისხმევა და საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლა გასწია ხელისუფლებამ, გინდა გარე და გინდა შიდა მტრის წინააღმდეგ, ვინმეს აქვს წარმოდგენა? ამიტომ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!“, - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930