9-10-2023
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 7-11 ოქტომბერს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2023-ში 23 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ორ პავილიონშია წარმოდგენილი. საკვები პროდუქტების პავილიონში გამოფენილია ქართული კომპანიების ნაწარმი: თხილი და თხილის პროდუქტები, ნუში, ნიგოზი,მოცვი, ჯემები, თაფლი, მშრალი ხილი და ჩურჩხელა და ე.წ. ready to eat პროდუქცია. სასმელების პავილიონში კი წარმოდგენილია: ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები, მინერალური წყალი,ლიმონათი და ჩაი.
გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება. Anuga-ს ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი ესწრება და 7 500-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში და მისი მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, მასშტაბურ გამოფენაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს.
16-11-2024
16-11-2024