გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ისრაელ-პალესტინის ომში პასუხგაუცემელი რჩება ბევრი შეკითხვა; მთავარი, ვის მიერ იყო ინსპირირებული და რა მიზნით

11-10-2023

ისრაელ-პალესტინის ომის გამომწვევ მიზეზებსა და წამქეზებლების როლზე წერს სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის ამბობს, ვერსიებს, რომელსაც ასახელებს, აქვს არსებობის უფლება.

 

„გრძელდება ისრაელ-პალესტინის ომი და პასუხგაუცემელი რჩება ბევრი შეკითხვა. მთავარი, ვის მიერ იყო ინსპირირებული და რა მიზნით. ისე გამოდის, რომ ცალკეულ კომპონენტებში ძალიან ბევრი აქტორების ინტერესებში შედის ყოველივე ეს. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, გავრისკავ განვიხილოთ რუსეთის სავარაუდო ინტერესების ფაქტორი:

 

"მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობას რუსეთის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა მოლდოვაში, საქართველოში, ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. აკვიატებულად იკითხება ვერსია: „მე მიხსნიდით მეორე ფრონტს? მე განახებთ - რას ნიშნავს ასეთი ფრონტის გახსნა!". დღეს ახლო აღმოსავლეთის ამ „ხაფანგში" გაბმის რეალური შანსი აქვს აშშ-საც, ბრიტანეთსაც, გერმანიასაც და საფრანგეთსაც.

 

აფეთქებული ახლო აღმოსავლეთი დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს რუსეთს უკრაინის ფრონტზე და უკრაინის მეკავშირეების მხრიდან მისი მისამართით ყურადღების გარკვეულწილად მოდუნების თვალსაზრისითაც მომგებიანია.

 

დატოვებდა თუ არა რუსეთი უპასუხოდ "ჩრდილოეთ ნაკადის" ორივე მილსადენის მწყობრიდან გამოყვანას ტერორისტული აქტის შედეგად? ალბათ არა და დღეს „აფეთქებულია" აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ არსებული სატრანსპორტო-ენერგეტიკული მარშრუტი: „ინდოეთი-ევროპა", რომელიც გადის მათ შორის ისრაელზე.

გაჟღერდა, თუ არა ამა თუ იმ დონეზე ვერსია, „ჰამასის" იარაღით მომარაგების „უკრაინულ კვალზე"? კი ბატონო - რუსეთს ამ გაჟღერებული ეჭვების (მათ შორის აშშ-ს კონგრესიდან) კომპონენტში („ჰამასის" იარაღით მომარაგების ნაწილში) „ალიბი" უჩნდება.

 

ჰქონდა, თუ არა ადგილი ისრაელის „მაიდანიზაციის" ამერიკულ მცდელობას სასამართლო რეფორმის ირგვლივ? კი ბატონო, აქაც ეძლევა რუსეთს ომის გაჩაღების სავარაუდო ინიციატორისკენ ხელის გაშვერის საშუალება.

 

ჰქონდა, თუ არა ომის დაწყების წინ ადგილი სერგეი ლავროვის შეხვედრას „ჰამასის" ლიდერთან? ინფორმაციის ღია წყაროები ამას ადასტურებენ.

 

დააფიქსირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა თავის ერაყელ კოლეგასთან ქვეყნის ოფიციალური პოზიცია ამ ომთან დაკავშირებით? კი ბატონო - „უნდა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო". როგორც აქამდე განვიხილეთ ესა თუ ის ვერსია, აქაც არანაირ საექსპერტო მოსაზრებებზე პრეტენზია არ მაქვს, ვინაიდან ექსპერტს არ წარმოვადგენ, მაგრამ ანალიტიკური მსჯელობის დონეზე ჩემს მიერ მოყვანილ ჩამონათვალს, ალბათ აქვს ლოგიკური დაშვების უფლება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930