გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ევროპელი ლიდერების მიერ სტატუსთან დაკავშირებით გამოხატული მხარდაჭერის გამო რადიკალურ ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, მაგრამ, არა უშავს, მთავარია საქართველომ მიიღოს სტატუსი

11-10-2023

უნგრეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

 

მაჭარაშვილის თქმით, უნგრეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი და ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ორბანის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

„უნგრეთი ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის ასეთი ხმამაღალი და საჯარო მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში.

 

ორბანის ვიზიტი მით უფრო წაგვადგება იმ ფონზე, რომ პრემიერს ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა დაუფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა სტატუსთან დაკავშირებით.

 

ამასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, მაგრამ, არა უშავს, მთავარია საქართველომ მიიღოს სტატუსი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728