13-10-2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - ლევან შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ალავერდ ხვედელიანთან და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან - ირმა ჩიხრაძესთან ერთად, წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ნინო მეტრეველმა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის დირექტორმა - დალი რაზმაძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, 11 მოსწავლე დაჯილდოვდა. წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით წელს საგრძნობლად გაიზარდა და ეს თითოეული პედაგოგის ფასდაუდებელი შრომის შედეგია.
16-11-2024
16-11-2024