გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

5-09-2018

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული  ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი საქართველოს, ორი კი თურქეთის მოქალაქეა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან ქამადაძის განცხადებით, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს.  მათგან ერთს ტრამვული დაზიანება აღენიშნება. მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„შემოყვანილია ორი პაციენტი. ერთი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე. მამაკაცს   მსუბუქი მოტეხილობა აქვს, ქალბატონს კი ტრამვული დაზიანებები არ აღენიშნება. ჯერჯერობით პაციენტები კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან“-განაცხადა ქამადაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31