გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

18-10-2023

ქართული ღვინის ფესტივალს, სამი დღის განმავლობაში, დევონის საგრაფო, დარტინგტონის სასახლე მასპინძლობდა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით გაიმართა.


ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე სხვადასხვა ღვინო. ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც  ღვინის მაგისტრები საარ ებოტი (Sarah Abbott) და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი (Justin Howard Sneyd) უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.


ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის.


ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულოც.


აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია; შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30