გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის საბავშვი ბაღში ჭერი ჩამოინგრა

6-09-2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუხუთის საბავშვო ბაღის შენობაში ჭერი ჩამოინგრა.


აღსანიშნავია, რომ შენობის რეკონსტრუქცია 2017 წლის ბოლოს დასრულდა.


ლანჩხუთის ვიცე მერის, გოგი ფაცურიას განცხადებით, ბაღში ჩატარებული რემონტი მთლიანადაა შესამოწმებელი.


„მყარი გადახურვაა, ასე ვთქვათ, რკინა-ბეტონის ფილებით. მასზე დამაგრებული იყო გიფსოკარდონი თავისი კარკასით.  შიდა ნაწილი მთლიანად იყო იატაკზე ჩამოსული.

შესამოწმებელია მთლიანად ჩატარებული რემონტი, ამას ალბათ ახალი ექსპერტიზა დასჭირდება. ჩემი აზრით, მთლიანად იქნება ჩამოსაღები ჭერი, რომელიც ამ მასალით არის გაკეთებული“ - განაცხადა ლანჩხუთის ვიცე მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31