გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ რეფორმებზე, რომელთაც ჩვენ ვახორცილებთ განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რეფორმების მხარდაჭერა კიდიევ ერთხელ გაცხადდა.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰანის ვიზიტისას საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა.


ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„მოგეხსენებთ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებზე, რომელთაც ჩვენ ვახორცილებთ განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ამასთან ერთად ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით და იმ პოლიტიკის მიმართულებით, რასაც საქართველოში გულისხმობს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკომისარის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავხსენით აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა. ესაა პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა და ის გახლავთ სიახლე, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, სასიხარულოა, რომ ეს პატივი სწორედ საქართველოს ხვდა წილად და მე მინდა ევროპულ ქვეყნებს გადავუხადო მადლობა, იმისთვის, რომ სწორედ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ეს სკოლა გაიხსნა და დარწმუნებული ვარ, ევროპული სკოლის არსებობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების რეფორმის პროცესში. ამავე დროს ეს გახლავთ ნათელი მაგალითი იმ ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ევროსტრუქტურებთან“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031