გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმი, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს

6-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა.


ბახტაძის განცხადებითვე, აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი მექანიზმი, რომ არ დავუშვათ ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა მოსახლეობაზე ნეგატიურად აისახოს.

„რაც შეეხება „რბილ ძალას“ და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო: ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმი, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“, - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსული პროპაგანდის ასახვა მოსახლეობაზე არ მოხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031